თეგებით ძიება

„ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება,რაზედაც სახელმწიფო მომდევნო პერიოდში აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას“ - მიხეილ სარჯველაძე

„ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება,რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში,სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გვაქვს ე.წ. სკრინინგის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი დინამიკისა. ეს მიმართულება აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით ონკოლოგიაში არის ის, რაც რეალურს ხდის გამოთქმას - კიბო განაჩენი არ არის“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა