თეგებით ძიება
30. 05. 2024 მსოფლიო

საფრანგეთმა, შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს - Reuters

საფრანგეთმა, შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს, მიუხედავად ზოგიერთი მოკავშირის შეშფოთებისა და რუსეთის კრიტიკისა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს წყაროები ირწმუნებიან, რომ საფრანგეთმა გადაწყვეტილება, შესაძლოა, მომავალ კვირას გამოაცხადოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს.

დიპლომატები აცხადებენ, რომ პარიზი იმედოვნებს იმ ქვეყნების კოალიციის შექმნასა და ხელმძღვანელობას, რომლებიც უკრაინას მსგავს დახმარებას გაუწევენ, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი რუსეთთან შესაძლო პირდაპირი კონფლიქტის გამო შიშობს.

ორმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი თავდაპირველად პერსონალის შეზღუდულ რაოდენობას გაგზავნის მისიის შესაფასებლად, შემდეგ კი რამდენიმე ასეულ ინსტრუქტორს.

თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ წვრთნები ფოკუსირებული იქნება განაღმვაზე, აღჭურვილობის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებაზე და ავიაციასთან დაკავშირებით ტექნიკურ ცოდნაზე. საფრანგეთი ასევე დააფინანსებს, შეაიარაღებს და გაწვრთნის უკრაინის მოტორიზირებულ ბრიგადას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა