არცერთ ონკოპაციენტ ბავშვს დაფინანსების პრობლემა არ დაუდგება - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს დღეს პარლამენტში მოუსმინეს. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, ონკოპაციენტი ბავშვების მკურბალობის დაფინანსებას ეხება.
"აბსოლუტური ამორალურობაა ცალკეული ადამიანების მხრიდან პანიკის და ისტერიკის დათესვა. ისინი ცდილობენ ონკოპაციენტი ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა, თითქოს მათი შვილებისთვის მკურნალობა აღარ იქნება შესაძლებელი.
ყველა, ვინც ამას ამბობს, არის პოლიტიკური მოროდიორი, ის არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ პოლიტიკური დივიდენდი დაიწეროს. ეს არ არის სხვა სფერო, სადაც მოკრძალებული პასუხი უნდა გასცე. შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ არცერთ ონკოპაციენტ ბავშვს ეს პრობლემა არაფრით არ დაუდგება და ამის სადარაჯოზე სახელმწიფო იდგება", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.