თეგებით ძიება

გამაოგნებელია საქართველოს ელჩების დუმილი! ან პოზიცია დააფიქსირონ, ან პროტესტის ნიშნად დატოვონ თანამდებობები - ნიკა მელია

"გამაოგნებელია საქართველოს ელჩების დუმილი! ან პოზიცია დააფიქსირონ, ან პროტესტის ნიშნად დატოვონ თანამდებობები", - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

ამ კრიტიკულ ვითარებაში, გამაოგნებელია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს ელჩების დუმილი!

როგორც ჩანს, კიდევ ვერ ხვდებიან რა ხდება ქვეყანაში და რას აპროტესტებს ხალხი. ვერ იაზრებენ რომ არიან საქართველოს და არა ივანიშვილის პირადი ელჩები, რომ მათ ხელფასს უხდის საქართველოს მოსახლეობა და არა ფონდი „ქართუ“!

ხალხი მათ ხელფასს უხდის საქართველოს ევრატლანტიკურ სივრცეში დასამკვიდრებლად, რაც რუსული კანონის მიღების შემდეგ არათუ პრაქტიკულად შეუძლებელია, უკვე თეორიულადაც გამორიცხულია!

ამ ხელისუფლებას უკვე აღარავინ ელაპარაკება, აღარავინ განიხილავს მათ ქართველი ხალხის სახედ. საერთაშორისო იზოლაციაში არიან და ამ ვითარებაში, როცა მათ უკვე აღარავინ ელაპარაკება, საინტერესოა რას აკეთებენ, რატომ რჩებიან ნატოსა და ევროკავშირში, აშშ-ში? რესტორნებსა და ფაბებში სასიარულოდ?!

ან პოზიცია დააფიქსირონ, ან სანამ ჯერ კიდევ დროა, პროტესტის ნიშნად დატოვონ თანამდებობები და დადგნენ ხალხის მხარეს. სხვა შემთხვევაში მათ სამუდამოდ მოუწევთ როტაცია საქართველოს ისტორიის იმ ფურცლებზე, სადაც ქვეყნის ღალატზეა საუბარი, - წერს ნიკა მელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა