მაპატიე, არ მაცადეს შენი იმ ქვეყანაში ღირსეული გაცილება! - ზურა ხაჩიძე ტრისტან სარალიძეს ემშვიდობება
რუსთაველის თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა და სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა. მომღერალი ზურა ხაჩიძე მეგობარს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
მაპატიე ჩემო საამაყო ძმაო არ მაცადეს შენი იმ ქვეყანაში ღირსეული გაცილება!
მშვიდობით და დროებით ძმაო იქ შევხდებით!
მიყვარდი,მიყვარხარ,მეყვარები.💔
ღმერთმა მოიხსენოს შენი სული სასუფეველსა თვისა!ამინ - წერს ზურა ხაჩიძე.