თეგებით ძიება

ასე თუ გააგრძელებს ოპოზიცია, ხელისუფლებას არა თუ საპარლამენტო, საკონსტიტუციო უმრავლესობასაც ჩაახუტებს - არჩილ გამზარდია

ჟურნალისტი და ექსპერტი არჩილ გამზარდია საქართველოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

თითქმის 2 თვიანი პროტესტის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა საზოგადოებაში, პოლიტიკისადმი მიდგომაში.

ხელისუფლებამ კიდევ უფრო დაკარგა ნდობა, მაგრამ ოპოზიციისადმი ნდობა არ გაზრდილა, თანაც იმდენად არ გაზრდილა, რომ ორიოდე გამონაკლისის გარდა, თვით პროტესტანტებისთვისაც კი პოლიტიკოსები მიუღებელი იყო.

და რა შეცვალა ამ გამოცდილების შემდეგ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა?

- შეცვალეს ლიდერები ან სპიკერები ?

- შეცვალეს შინაარსი ?

- შეცვალეს რიტორიკა? 

- დაიწყეს მუშაობა იმიჯისა და პოზიციონირების ცვლილებაზე? 

- შეცვალეს ტექსტები?

არა.

არაფერი.

თითქოს ამ ორ თვეში არც არაფერი მომხდარა, არაფერი შეცვლილა, თითქოს ამ ორ თვეს არაფერი ესწავლებინოს.

როგორიც იყო ოპოზიცია მარტში, ისეთია დღესაც. 

რა გითხრათ.

ასე თუ გააგრძელებს ოპოზიცია,  არჩევნების დღეს, რომელიღაც ნომერი რომ ბანალურად უნდა შემოხაზო, ოპოზიცია ხელისუფლებას არა თუ საპარლამენტო, საკონსტიტუციო უმრავლესობასაც ჩაახუტებს და გადავალთ კიდევ უფრო უარეს საბჭოთა საქართველოში - წერს გამზარდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა