ორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დასავლეთს ომს უცხადებს: რუსეთი და საქართველო, რით განსხვავდებიან რუსული ხელისუფლებისგან, კიევს რომ არ ვბობავთ? - ვახტანგ ძაბირაძე
კარგი იქნება ხელისუფლებამ გაარჩიოს სუვერენიტეტი იზოლაციისაგან. ეს ორი სხვადასხვა რა არის. ჩვენ მივდივართ იზოლაციისაკენ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
“კურსი აშკარად შეცვლილია, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს, რომ აქ ვიღაცებს ომი უნდათ, თავად გამოაცხადა ომი, ოღონდ ომი გამოუცხადა მთელ ცივილურ სამყაროს და ამასთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ყველა განცხადება,რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ერთი-ერთშია რუსეთის განცხადებებთან. ორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დასავლეთს ომს უცხადებს, ეს არის რუსეთი და საქართველო. „ქართული ოცნებისთვის“ ევროსტრუქტურებში ინსტიტუტი არ დარჩა, რომელიც არაპროფესიონალიზმით არ გამოირჩევა, ომის პარტიის მონა არ იყოს. კურსის ცვლილება სხვა რას ჰქვია, არ ვიცი. მაშინ გვითხრან, რა არის კურსის ცვლილება? ის განცხადებები, რომელსაც ლიდერები აკეთებენ, რატომ არის პროდასავლური კურსის შენარჩუნება და რით განსხვავდება დღევანდელი ხელისუფლება რუსული ხელისუფლებისგან? იმით, რომ კიევს არ ვბობავთ? ეს რეალობა მივიღეთ. ხვალ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ სიკეთისკენ რომ არ მიდის საქმე, ნამდვილად ასეა.
კარგი იქნება ხელისუფლებამ გაარჩიოს სუვერენიტეტი იზოლაციისაგან. ეს ორი სხვადასხვა რა არის. ჩვენ მივდივართ იზოლაციისაკენ. დასავლურ სამყაროსთან იზოლაციაში ვართ უკვე“,- განაცხადა ძაბირაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას დღეს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს.
„დღეს, „ქართულ ოცნებას“ და პირველ რიგში, ივანიშვილს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, არ დაუშვათ ეს პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ამისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის გადაჯგუფება. სულ 3 დაჯგუფებაა: არის „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი და არიან, რომლებსაც არც ერთი უნდათ და არც მეორე“,- განაცხადა ძაბირაძემ.