თეგებით ძიება
30. 05. 2024 მსოფლიო

სლოვენიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მხარი დაუჭირა

სლოვენიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა განაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ“, – აღნიშნა გოლობმა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, მშვიდობის დასამყარებლად ერთადერთი გზა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა.

„აღიარების ეს გზავნილი არავისკენ არ არის მიმართული. არც ისრაელის სახელმწიფოსკენ, ეს არის მშვიდობის გზავნილი. გვჯერა, დღეს დადგა მომენტი, როდესაც ყველამ, მთელ მსოფლიოში უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომელიც მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში“, – განაცხადა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, 28 მაისს ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო, რასაც ისრაელის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა