თეგებით ძიება
31. 05. 2024 მსოფლიო

ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ვერდიქტის გამოსატანად ნაფიცი მსაჯულების მხრიდან ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო საჭირო.

მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.

ამ გადაწყვეტილებით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.

პროკურორებმა ტრამპი დაადანაშაულეს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობის ძირის გამოთხრის მიზნით უკანონო შეთანხმებაში მონაწილეობაში და ნეგატიური ინფორმაციის აღკვეთის უკანონო გეგმაში, რომელიც მოიცავდა ყოფილი კინოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას.

თავად დონალდ ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა