უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებამ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა - ჩინეთის ელჩი
უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებამ აჩვენა, რომ საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებულია ორმხრივ პატივისცემაზე, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა.
მისი თქმით, ის მოხარულია, რომ აღნიშნული შეთანხმება ორივე მხარის ძალისხმევით განხორციელდა.
"გასულ წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად დაწესება ჩინეთის მოქალაქეებისთვის. შემდეგ გადავწყვიტეთ, საპასუხოდ რაიმე მოგვემოქმედებინა. მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის ძალისხმევით განვახორციელეთ ეს შეთანხმება. უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებამ, რომელიც ძალაში შევიდა, აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გასულ წელს ჩამოყალიბდა“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.