Reuters - პეკინი შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს
ჩინეთი შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პეკინმა უარყო მიწვევა, რადგან მონაწილეობის პირობები, მათ შორის ის, რომ მონაწილეობა როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს მიეღო, არ დაკმაყოფილდა“, - განუცხადეს სააგენტოს წყაროებმა.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარია 15-16 ივნისის უმასპინძლებს სამიტს, რომლის მიზანი უკრაინაში სამშვიდობო პროცესისთვის გზის გახსნაა. შვეიცარიული მხარე იმედოვნებს, რომ შეხვედრაში მონაწილეობას 120-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელი მიიღებს. მოსკოვი სამიტზე მიწვეული არ არის.