თეგებით ძიება

კიევში, სარაკეტო იერიშის შედეგად, ხანძარი გაჩნდა

კიევში, რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა და ექვსი ავტომობილი, საწყობი და ავტოსამრეცხაო დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 120 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.

„დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება! - აცხადებენ უწყებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ რუსებმა დედაქალაქს კურსკის ოლქიდან, „ისკანდერის“ რაკეტით დაარტყეს.

„ჩვენმა მცველებმა კიევის ოლქში „ისკანდერ-კ“ გაანადგურეს. მტრის მიერ გაშვებული ყველა დრონი განადგურდა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა