სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო საავადმყოფოდან გაწერეს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ბანსკა-ბისტრისაც საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, მირიამ ლაპუნიკოვამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის მეთაური მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
„პრემიერის ჯანმრთელობაში პოზიტიური პროგრესი შეინიშნება. მადლობა მას, რომ არის დისციპლინირებული პაციენტი“, - განაცხადა მირიამ ლაპუნიკოვამ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალიზებულია. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.