თეგებით ძიება
31. 05. 2024 მსოფლიო

რაფაჰზე თავდასხმის გამო, ისრაელის წინააღმდეგ სანქციები და იარაღის ემბარგო უნდა დაწესდეს - გაეროს ექსპერტები

"დროა გადამწყვეტი საერთაშორისო ქმედებისთვის - უნდა დაწესდეს სანქციები და იარაღის ემბარგო ისრაელის წინააღმდეგ, რაფაჰზე თავდასხმის გამო" - ამ მოთხოვნას გაეროს ათობით ექსპერტი აყენებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, ისრაელის სამხედროებმა რაფაჰში "უსაფრთხო ზონებზე" ოთხი დღის განმავლობაში, თავდასხმებისას 60-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის, დიდია ქალებისა და ბავშვების რიცხვი.

გამოცემა "გარდიანი" წერს, რომ ამერიკის ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა სახელმწიფო დეპარტამენტი დაადანაშაულეს თვის დასაწყისში მოხსენების გაყალბებაში, რა დროსაც ისრაელს მოეხსნა პასუხისმგებლობა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის დაბლოკვისთვის.

სტეისი გილბერტმა სამშაბათს უფროსი სამოქალაქო სამხედრო მრჩევლის პოზიცია დატოვა სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროში. ის იყო დეპარტამენტის ერთ-ერთი ექსპერტი, რომელმაც მოხსენება შეიმუშავა.

ისრაელის მედია წერს, რომ ცენტრალურ რაფაჰში ცაჰალმა გვირაბები, იარაღი და სარაკეტო სადგურები აღმოაჩინა. გარდა ამისა, ისრაელის სამხედრო ძალებმა გაანადგურეს "ჰამასის" იარაღის საწყობი. მათივე ინფორმაციით, მოკლულია "ჰამასის" ელიტარული ძალების ერთ-ერთი ტერორისტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა