გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე მივიღე ზარი კონკრეტული ნომრიდან
გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე მივიღე ზარი კონკრეტული ნომრიდან. ჩემს გარემოცვაში ათობით ადამიანმა ამავე ნომრიდან მიიღო მუქარის შემცველი ზარი. ამ ადამიანმა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ტელეფონის ნომერი იცოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი კონკრეტული დავალებით რეკავენ.
ვაპირებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მობილური ქსელების ოპერატორებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსა და სასამართლოს მივმართო. დარწმუნებული ვარ, ამ პირებს მოუწევთ, რომ კანონის წინაშე პასუხი უმკაცრესად აგონ. მინდა, დაქირავებულ, მხდალ ადამიანებს ვუთხრა, რომ საქართველოში არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლების არავის ეშინია.
თქვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.