თეგებით ძიება

"ქალმა კრუნჩხვა დაიმართა... გასასვლელში დაგველოდა, რომ ფოტოები გადაეღო" - რას ამბობს მოქალაქე, რომელმაც ბოლქვაძეს კანონის მხარდაჭერისთვის პასუხი მოსთხოვა

"პა­რიზ­ში რა გინ­და, წადი მოს­კოვ­ში, აქ რა გინ­და, მონა“, - ასე მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა პა­რი­ზის აე­რო­პორ­ტში პარ­ლა­მენ­ტარ­სა და პი­ა­ნისტ ელი­სო ბოლ­ქვა­ძეს. კად­რე­ბი თა­მარ ჯინ­ჭა­რა­ძემ და ჯინო დო­ლი­ძემ თა­ვად გა­ავ­რცე­ლეს.

ჯინ­ჭა­რა­ძე ამ­ბობს, რომ აე­რო­პორ­ტში მყო­ფი ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მათ პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებ­და. დე­პუ­ტატ­თან მის­ვლის მი­ზე­ზი კი ე.წ. "აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი" გახ­და.

"ვერ შე­ვი­კა­ვე თავი, იმი­ტომ, რომ ეს ქალი ორი დღის წინ იყო თბი­ლის­ში, ხელი მი­ა­ჭი­რა იმ ღი­ლაკს, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­უს­პო შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის.

კი­თხვით მი­ვე­დი, რა უნ­დო­და საფ­რან­გეთ­ში როცა ორი დღის წინ ამ ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რა­ტომ ჩა­მო­დის აქ, თუ ეს ქვეყ­ნე­ბი ჩვე­ნი მტე­რია. ქალ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, კრუნ­ჩხვა და­ი­მარ­თა და ვე­ღარ აკონ­ტრო­ლებ­და თავს და მერე, რაც არის და რაც და­იმ­სა­ხუ­რა, ის და­ვუ­ძა­ხეთ.

გავ­დი­ო­დით გა­სას­ვლელ­ში და თვი­თონ დაგ­ვე­ლო­და ელი­სო, რო­მე­ლიც ჩა­საფ­რე­ბუ­ლი იყო, რომ ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღო. ერთი ქარ­თვე­ლიც არ ყო­ფი­ლა ჩვენს გარ­შე­მო, ვინც ჩვენს პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რებ­და,“ - ამ­ბობს ჯინ­ჭა­რა­ძე "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა