არ მისცეთ "ოცნების" ლიდერებს ევროპის ჩემპიონატზე დასწრების საშუალება - საქართველოს მოქალაქეები ბუნდესტაგს პეტიციით მიმართავენ
საქართველოს მოქალაქეები გერმანიის ბუნდესტაგს პეტიციით მიმართავენ და სთხოვენ, "ოცნების" ლიდერებს ევროპის ჩემპიონატზე დასწრების საშუალება არ მისცენ.
პატივცემულო ბუნდესტაგის წევრებო,
პატივცემულო ბუნდესტაგის პრეზიდენტო!
მოგმართავთ ქართველი ხალხის სახელით, იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ბოლო 7 კვირაა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ევროპული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის დასაცავად დგანან. მათ წინააღმდეგობას მმართველი პარტია ებრძვის უკანონო ქმედებებით, როგორიცაა დაკავებები, ფულადი ჯარიმები და ფიზიკური ანგარიშსწორება.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა, მიმდინარე წლის 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შედეგად, მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ე.წ. "რუსული კანონი", რომელიც ევროპული ქვეყნების უმრავლესობის, ევროკავშირისა და აშშ–ს მიერ, მიჩნეულ იქნა ანტიდემოკრატიულად და საქართველოს სუსტი დემოკრატიისთვის, საფრთხის შემქმნელად. აღნიშნული კანონი, ფაქტობრივად, წამოადგენს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონის ანალოგს, რომელიც მიზნად ისახავს, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტიური მოქალაქეების საპროტესტო ხმა. ის, ასევე, რადიკალურად ცვლის საქართველოს ევროპულ კურსს, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.
რამდენიმე დღეში თქვენს ქვეყანაში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც გაერთიანებული გერმანია პირველად უმასპინძლებს ფანებს მთელი ევროპიდან და არა მხოლოდ.
ეს ჩემპიონატი საქართველოსთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: ჩვენი სახელმწიფოებრიობის მანძილზე, პირველად გვაქვს შანსი, ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე, გავერთიანდეთ ევროპასთან ფეხბურთით და გავერთიანდეთ ევროპის გულში.
2024 წლის 26 მარტი ყველაზე ბედნიერი დღეა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, როდესაც ქართული ეროვნული ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი გუნდის სამოტივაციო ფრაზა გადაიქცა აღმაფრთოვანებელ შეძახილად. როდესაც ფეხბურთელები კითხულობდნენ: “სად მივდივართ?“ ჩვენ, ყველანი, ვპასუხობდით: „ევროპაში!” ეს გამარჯვება ჩვენი ევროპული გემისთვის ზურგის ქარი იყო.
აღნიშნულ სასიხარულო მოვლენას ჩრდილს აყენებს ის ფაქტი, რომ ქართველ პოლიტიკოსთა ის ანტიდასავლური ნაწილი, რომლებიც ანტიევროპული რიტორიკითა და რუსული პროპაგანდის ხელშეწყობით გამოირჩევიან, გეგმავენ, რომ დაესწრონ საფეხბურთო მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და აღნიშნული საფეხბურთო დღესასწაული თავიანითი პოლიტიკური რეიტინგისა და ანტიევროპული პროპაგანდისთვის გამოიყენონ. მათი ნარატივით, ევროპა მიუღებელია, რადგან ის ომში ჩაბმას და ჩვენგან ქართულ იდენტობაზე უარის თქმას მოითხოვს.
ანტიევროპული პროპაგანდით გამოირჩევა საქართველოს დედაქალაქის მერი და ყოფილი ფეხბურთელი, ბატონი კალაძე, რომლის ანტიევროპული მოწოდებები განსაკუთებული სიძულვილის მატარებელია. ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი კობიაშვილი იმავდროულად არის საქართველოს პარლამენტის წევრი და ერთ-ერთი იმ 84 დეპუტატიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. რუსულ კანონს. ორივე ზემოთ ჩამოთვლილი ბატონი აკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენ და ჩვენს მომავალ თაობებს არ ჰქონდეთ ევროპული მომავალი, ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდეს არაფერი საერთო იმ ღირებულებებთან, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ისინი არ იშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველომ უარი თქვას თავის ევროპულ კურსზე, ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროპულ ოჯახში გაერთიანებაზე,
ამიტომ, ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერი საქართველოს მოქალაქეები, ვგრძნობთ რა გერმანიის მთავრობისა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან მხარდაჭერას, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები ამ ორი ქართველი პოლიტიკოსისთვის, ასევე, საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატთათვის, რომლებმაც ხმა მისცეს ე.წ. „რუსულ კანონს“, ქვეყანაში შემოსვლისა და ევროპის ჩემპიონატზე დასწრების შეზღუდვის დაწესების შესახებ, რათა ამ პოლიტიკოსებს არ მიეცეთ საშუალება, თავიანთი რუსული პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენონ საფეხბურთო ჩემპიონატი და არ შექმნან ცრუ წარმოდგენა, რომ აღნიშნული კანონის მიღების მიუხედავად, აქვთ ევროპული ქვეყნებისა და პოლიტიკოსების მტკიცე მხარდაჭერა.
ჩვენ მადლიერნი ვართ და ვაფასებთ თქვენს თანადგომას და ღირებულებებს. ჩვენ გვახსოვს ბატონი როთის მხარდაჭერა თბილისში იმ დიდებულ საღამოს, როცა მან განგვიცხადა, რომ მარტონი არ ვართ და არასდროს მიგვატოვებს ევროპისთვის ბრძოლაში. ჩვენ ახლა, ამ ჩემპიონატზე, ძალიან გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და იმის ჩვენება, რომ ევროპის გულში მხოლოდ იმ ხალხის ადგილია, რომელიც ევროპისთვის თავის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს და შიშველი ხელებით ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვის.
წინასწარ გიხდით მადლობას
პატივისცემით, საქართველოს მოქალაქეები.
განცხადებას თან ახლავს დასანქცირებულ პირთა სია:
ბიძინა ივანიშვილი - პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე;
ირაკლი ღარიბაშვილი - ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;
კახა კალაძე - ქ. თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი;
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მთავრობის პრემიერმინისტრი.
აქვე, დეპუტატები, რომლებმაც ე.წ. რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს:
ბარვენაშვილი გიორგი
ბენაშვილი გია
ბერაია ირაკლი (დაჩი)
ბერაძე რამინა
ბითაძე მაია
ბოლქვაძე ანზორ
ბოლქვაძე ელისო
ბოჭორიშვილი მაკა
გოცირიძე ელგუჯა
დავითულიანი ბექა
დალაქიშვილი ალექსანდრე
დარგალი ზაურ
დასენი ისკო
დუგლაძე ზაალ
ენუქიძე ავთანდილ
ენუქიძე გოჩა
ვოლსკი გია
ზავრადაშვილი ირმა
ზარქუა ირაკლი
თალაკვაძე არჩილ
თოლორაია ედიშერ
ინჯია ფრიდონ
იონათამიშვილი რატი
კაჭარავა დავით
კახაძე ვლადიმერ
კახიანი გიორგი
კახიშვილი კახა
კვიჟინაძე პაატა
კვიციანი ბაია
კირცხალია ირაკლი
კიურეღიანი სუმბატ
კობიაშვილი ლევან
კონცელიძე რესან
ლაშხი მარიამ
ლომინაძე ზაზა
მათიკაშვილი დავით
მანუკიანი სამველ
მაჭავარიანი ლევან
მაჭარაშვილი გურამ
მგალობლიშვილი ლევან
მეზურნიშვილი ირაკლი
მეშველიანი გოგი
მეძმარიაშვილი ირაკლი
მირზოევი სავალან
მიქანაძე გივი
მიქელაძე ზაალ
ნიკურაძე იმედა
ობოლაშვილი ანტონ
ოდიშარია ბექა
ოხანაშვილი ანრი
პაპუაშვილი შალვა
სამხარაული გელა
სამხარაძე დიმიტრი
სამხარაძე ნიკოლოზ
სანიკიძე ვიქტორ
სეფაშვილი ეკა
სონღულაშვილი დავით
სოსიაშვილი გიორგი
სუბარი სოზარ
ტაბატაძე ალექსანდრე
ტურძელაძე ნოდარ
ქადაგიშვილი ირაკლი
ქარუმიძე ლევან
ქვარაია მერაბ
ქურასბედიანი სალომე
ღუდუშაური ალუდა
ყაველაშვილი მიხეილ
შარმანაშვილი თენგიზ
შატაკიშვილი ირაკლი
ჩაკვეტაძე გიორგი
ჩანქსელიანი გოდერძი
ჩარკვიანი ქეთევან
ჩიგოგიძე ვასილ
ცაგარეიშვილი გიორგი
წაქაძე ბეჟან
წილოსანი ნინო
წილოსანი ხატია
წიწავა გრეტა
ხაბარელი შოთა
ხახუბია გიორგი
ხუნდაძე დიმიტრი
ჯაფარიძე ვიქტორ
ჯინჯოლავა სალომე
ჭიჭინაძე გივი
მდინარაძე მამუკა