თეგებით ძიება

რუსთავში, კორპუსიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, 17 წლის გოგო მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

"ხმაური გავიგონე, გადმოვიხედე და გოგო ეგდო დაბლა“, - ამბობს კორპუსის მცხოვრები.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა