დარწმუნებული ვარ, რომ შსს-ს ხელდასხმით და ხელის დაფარებით ხდება ამ დანაშაულების ჩადენა - ვაშაძე ენმ-ში შეჭრაზე
"დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხელდასხმით და მათი ხელის დაფარებით ხდება ამ დანაშაულების ჩადენა" - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე თავდასხმის ფაქტს.
"საქართველოში მოქმედებს ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია. თორემ არის რეალურად ღალატის და უსამშობლოთა გაერთიანება. არაფრის გამომძიებელი შსს არ არის ფორმალურადაც კი. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხელდასხმით და მათი ხელის დაფარებით ხდება ამ დანაშაულების ჩადენა. ეს არის სისტემური ტერორისტული ქმედებები, რომელსაც ისინი ახორციელებენ", - ამბობს ვაშაძე.