2 ივნისის დილამდე ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი - 112 მოსახლეობას აფრთხილებს
112 მოსახლეობას სმს შეტყობინებით ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებს ეგზავნებათ, ნათქვამია, რომ 2 ივნისის დილამდე საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.