თეგებით ძიება

34 წელი მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიიდან

სა­ბა­გი­რომ, რო­მე­ლიც ერთ-ერთ უსაფრ­თხო ტრან­სპორ­ტად მი­იჩ­ნე­ვა, 34 წლის წინ 19 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. 1990 წლის 1-ელ ივ­ნისს მთაწ­მინ­დის სა­ბა­გი­რო გზა­ზე, მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნი­სას ზე­მოთ ამა­ვა­ლი ვა­გო­ნის სა­წე­ვი ბა­გი­რი გა­წყდა, არ იმოქ­მე­დეს დამ­ჭე­რებ­მა. ერთი ვა­გო­ნი ქვე­და სად­გუ­რის კე­დელს და­ე­ჯა­ხა, ხოლო მე­ო­რე - საყ­რდე­ნის ბუ­ნიკს.

უამ­რა­ვი დაჭ­რი­ლი და და­ღუ­პუ­ლი - და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი სა­ხუ­რა­ვებ­ზე, ეზო­ებ­ში და მთაწ­მინ­დის ტყე­ში ვარ­დე­ბოდ­ნენ, მათ დახ­მა­რე­ბას კი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბის მოს­ვლამ­დე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­და.

სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ­მა კო­მი­სი­ამ ტრა­გე­დი­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად სა­წე­ვი ბა­გი­რის გა­წყვე­ტა და დამ­ჭე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის პრობ­ლე­მა და­ა­სა­ხე­ლა.

34 წლის წინ მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ დღე­საც ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ. დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია, ვის ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა 19 ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვის გამო. ამ ფაქტს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოჰ­ყვა. თუმ­ცა, რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, პირ­ვე­ლი ივ­ნი­სის ტრა­გე­დია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ავა­რია იყო სა­ბა­გი­რო გზე­ბის ის­ტო­რი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა