„მისი მთავარი მოთხოვნა ხვიჩას შენარჩუნება იყო“ - ცნობილია „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელის ვინაობა
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში სიახლის წერს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს და მის იქ დარჩენას უკავშირდება.
„თქვენს წინაშეა ანტონიო კონტე, “ნაპოლის” ახალი, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ძვირად ღირებული მწვრთნელი. მისი ოფიციალური წარდგენა მომავალ კვირას, სან კარლოს თეატრში შედგება. ცნობისთვის: მისი მთავარი მოთხოვნა კვარაცხელიას შენარჩუნება იყო“, - წერს ნინო მამუკაძე-სორდნინი.