თეგებით ძიება
02. 06. 2024 მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა

აზიის უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შედგა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პენტაგონის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვისთვის. 

„ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მუდმივი დახმარებისთვის“, - მიმართა ზელენსკიმ ოსტინს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგრეთვე აღნიშნა კონგრესის მიერ დამტკიცებული სამხედრო დახმარების პაკეტის გადამწყვეტი მნიშვნელობა უკრაინისთვის.

არსებული ცნობით, მხარეებმა განიხილეს უკრაინის თავდაცვის საჭიროებები, კერძოდ, ახალი ბრიგადების წვრთნისა და დაკომპლექტების საკითხები. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა