თეგებით ძიება
02. 06. 2024 მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის სამეტაპიან გეგმას დათანხმდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად წარდგენილ სამეტაპიან გეგმას დათანხმდა. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნეთანიაჰუს მრჩეველმა, ოფირ ფალკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გეგმას ბევრი ხარვეზი აქვს და უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, თუმცა ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელის მხარე ამ გეგმას დათანხმდა.

„ძალიან ბევრი დეტალია, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. ისრაელის პირობები, მათ შორის მძევლების გათავისუფლება და „ჰამასის“, როგორც გენოციდური ტერორისტული ორგანიზაციის განადგურება, არ შეცვლილა“, – განაცხადა ოფირ ფალკმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს არის შეთანხმება, „რომელიც ყველა მძევალს სახლში დააბრუნებს, უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას, შექმნის უკეთეს დღეს ღაზაში „ჰამასის“ გარეშე და შექმნის საფუძველს პოლიტიკური მოგვარებისთვის, რომელიც უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ისრაელელებისთვისაც და პალესტინელებისთვისაც“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა