თეგებით ძიება

მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ - მირიამ ლექსმანი

„ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმას.

„ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს“, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ.

პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე ნიღბიანი პირი ოფისში შეჭრას ცდილობდა, ასევე დამსხვრეულია და დაზიანებულია შენობის შუშები. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა