ჩინეთმა მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა
ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის (CNSA) ცნობით, კოსმოსური აპარატი ჩანგე-6 მთვარეზე წარმატებით დაეშვა.
ხომალდი მთვარის სამხრეთის პოლუსის რაიონში, ე.წ. მთვარის ბნელ მხარეს, 2 ივნისის დილას დაეშვა.
აპარატი მთვარეზე ორი დღის განმავლობაში გრუნტის სინჯებს შეაგროვებს. ჩანგე-6 აღჭურვილია ბურღით და რობოტიზებული ხელით.
ჩანგე-6-ის წარმატებული დაბრუნების შემთხვევაში ჩინეთი პირველი სახელმწიფო გახდება, რომელიც მთვარის ბნელი მხარიდან სინჯებს მოიპოვებს.