თეგებით ძიება

საქართველოში ტემპერატურა +35 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მომდევნო კვირის ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

“გილოცავთ! წვიმის, სეტყვის და ზოგადად არსებული უამინდობის შემდეგ გამყარდება ანტიციკლონი, რომელიც საქართველოში ზაფხულის არომატით პირველ ნამდვილ სიცხეს მოიტანს…ამრიგად, ხვალიდან დაიწყება და ერთ კვირას გაგრძელდება მთელს ქვეყანაში მზიანი დღეები, ახალი თვე ფაქტობრივად დაიწყება იმ ანტიციკლონის ნიშნის ქვეშ, რომელიც ნამდვილად გვაკლდა.ჰაერის ტემპერატურა მომდევნო კვირის ცალკეულ დღეებში +33, +35 გრადუსს მიაღწევს, სიცხის ფონზე ღამის საათებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დღის განმავლობაში ძირითადად მზის სხივებით იქნება სავსე ჩვენი გარემო.გისურვებთ მზიან დღეებთან ერთად ბევრ ბედნიერ წუთს“, - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა