თეგებით ძიება

"გულანთებული ადამიანების უკან, რატომღაც, სულ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი აღმოჩნდება ხოლმე, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც" - ვიქტორ სანიკიძე

გუ­ლან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უკან, რა­ტომ­ღაც, სულ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ის ეხ­მა­უ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც ჩანს, რომ მას მო­ქა­ლა­ქე “მო­ნას“ და „მო­ღა­ლა­ტეს“ უწო­დებს, სა­ნი­კი­ძის თქმით, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ბო­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე და ასე მოხ­და ამ შემ­თხვე­ვა­შიც.

მი­სი­ვე თქმით, მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქეს­თან ხან­გრძლი­ვი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ ვერ შე­თან­ხმდნენ, ვი­ნა­ი­დან ამ პი­როვ­ნე­ბას, სა­ა­კაშ­ვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რად მი­აჩ­ნია.

"გუ­ლან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უკან რა­ტომ­ღაც სულ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდე­ბა-ხოლ­მე. ასე მოხ­და ამ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მელ­საც ფა­შიზ­მიც არ გა­მოს­დის მისი დიდი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად და თა­ვი­სი­ვე ტყუ­ი­ლებ­ში იბ­ლან­დე­ბა რო­გორც სხვა ყვე­ლა ჭეშ­მა­რი­ტი ნაცი.

მე­ო­რე, შე­და­რე­ბით ასა­კი­ან ბა­ტონ­თან ჩა­ნა­წე­რის მე­რეც გა­ვაგ­რძე­ლე სა­უ­ბა­რი და ხან­გრძლი­ვი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ და­ვი­შა­ლეთ შე­უ­თან­ხმებ­ლად - მას მი­აჩ­ნია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რაა და შევ­თან­ხმდით, რომ ვერ შევ­თან­ხმდე­ბო­დით.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ორ ვი­დე­ოს შო­რის მომ­ხდარ ამ­ბავს, შეგ­ნე­ბუ­ლად გა­მოვ­ტო­ვებ, რად­გან ეს სულ სხვა ამ­ბა­ვია და ჩემს მე­უღ­ლეს­თან და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად ასე­ვე ბავ­შვი­ან კაცს ალ­ბათ, ყო­ველ­თვის მო­ვე­რი­დე­ბი, და­ნარ­ჩენს კი ამ ხალ­ხის გა­რე­შე მო­ვი­კი­თხავ…" - წერს ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა