თეგებით ძიება

საქართველოში ტემპერატურა 35 გრადუსს მიაღწევს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მომდევნო კვირის განმავლობაში +33, +35 გრადუსს მიაღწევს.

"წვიმის, სეტყვისა და, ზოგადად, არსებული უამინდობის შემდეგ, გამყარდება ანტიციკლონი, რომელიც საქართველოში ზაფხულის არომატით პირველ ნამდვილ სიცხეს მოიტანს. ამრიგად, ხვალიდან დაიწყება და ერთ კვირას გაგრძელდება მთელს ქვეყანაში მზიანი დღეები.

ჰაერის ტემპერატურა, მომდევნო კვირის ცალკეულ დღეებში, +33, +35 გრადუსს მიაღწევს. სიცხის ფონზე, ღამის საათებში, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა“, - აცხადებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა