რატომ მოკლა ახალგაზრდა კაცმა რუსთავის ბაზარში ბიძა და კიდევ 3 ადამიანი? - საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები (ვიდეო)
რუსთავის ბაზარში ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კაცმა 4 ადამიანი მოკლა ერთი კი დაჭრა.
რატომ გაიმეტა საკუთარი ბიძა და ბიძაშვილი სასიკვდილოდ გიორგი ორველაშვილმა - მოკლულის ოჯახს კონკრეტული ვერსია არ აქვს.
გიორგი ორველაშვილის კიდევ ერთი მსხვერპლი პაატა მჭედლიძეა - ტაქსის მძღოლი, რომელიც მკვლელის შეკავებას ცდილობდა. დამნაშავემ ბოლო ტყვია მას ესროლა. შეიარაღებულ თავდასხმას ვერ გადაურჩნენ ძმები მალხაზ და დავით აბულაშვილებიც.
პროკურატურა ნათესავების მკვლელობის მიზეზად შურისძიებას ასახლებს. თუმცა, რატომ გაიმეტა დამნაშავემ კიდევ 3 ადამიანი, ამას ვერც გამოძიება ხსნის.