შალვა პაპუაშვილმა ე.წ. რუსულ კანონს ხელი მოაწერა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, 3 ივნისს, ხელი მოაწერა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს.
"დღეს ხელი მოვაწერე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის გამტკიცებაა", - თქვა პაპუაშვილმა.