თეგებით ძიება

ე.წ. რუსული კანონი ხვალიდან ამოქმედდება

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხვალიდან, 4 ივნისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც კანონს დღეს მოაწერა ხელი.

„დღეს მოვაწერე ხელი. ის გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში, ხვალიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს და 60 დღის შემდეგ დადგება ვალდებულება დარეგისტრირების და დეკლარირების 2023 წლის ფინანსების“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა