თეგებით ძიება

საჯაროდ თუ ცხოვრობ, ყველა უნდა შეეგუოს, რომ ყოველთვის იარსებებს გამწარებული ადამიანი და შეიძლება, რაღაცა დაგიძახოს - ზურაბ ჯაფარიძე

არანაირი ზარები არ ხორციელდება მმართველ გუნდთან და ამას არავინ აორგანიზებს. შეიძლება, მართლა გაბრაზებულმა ვიღაცას დაურეკოს, ხოლო აქეთ მხარეს რაც ხორციელდება, არის მასირებული, „ქოლცენტრებით“, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფილი რეკვა ათობით ათას ადამიანთან, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სახელმწიფო ძალადობს ფორმიანი და უფორმო ხალხითაც.

„ჩვეულებრივი ტერორის ატმოსფეროა. ამ დროს დემონსტრაციაზე შეიძლება, პოლიციელებმა გაგიტაცონ და გაგწიხლონ, სიკვდილამდე მიგიყვანონ და გაგძარცვონ, იმოროდიორონ, რაც მოხდა არაერთხელ. შეიძლება, სახლთან დაგხვდნენ ვიღაცები და გცემონ, ამას არავინ გამოიძიებს. სახელმწიფო შენზე ძალადობს ფორმიანი ხალხითაც და უფორმო ხალხითაც და შენ საკუთარი დაცვის არანაირი საშუალება არ გაქვს. ეგ არის რუსეთი, მანდ არ გვინდა, ვიყოთ“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, კითხვაზე, ქუჩებში ადამიანების დევნა და სტიგმატიზება არის თუ არა რუსული სტანდარტი, ჯაფარიძე პასუხობს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.

„ყველა უნდა შეეგუოს, საჯაროდ თუ ცხოვრობ და საჯაროდ აზრებს გამოხატავ, ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებსაც შენგან განსხვავებული აზრი ექნებათ. ვიღაც გამწარებული იქნება და შეიძლება, რაღაცა დაგიძახოს. ამიტანია მილიონჯერ. მაგას როგორ ადარებთ იმას, რომ სახლთან მისაფრდება ხალხი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა