თეგებით ძიება

პარტია „ევროპელი - დემოკრატები“ „ქართულ ქარტიას“ შეუერთდა

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ, საქართველოს პრეზიდენიტს სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა.

მისი შეფასებით, პოლიტიკური პარტიების ერთობა და კოორდინაცია არჩევნების წინ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

„ჩვენ ვუერთდებით „ქართულ ქარტიას“, რაც დავადასტურე ხელმოწერით. ძალიან მნიშვნელოვანია „ქართული ქარტიის“ ირგვლივ შემუშავდეს გამარჯვების ფორმულა - რეალურად დაიწყოს კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის. დადებითად ვაფასებთ ქარტიის მთავარ პრინციპებს - ოპოზიციური პარტიების ერთობას, დემოკრატიული რეფორმების გატარების აუცილებლობას და მთავარ მიზანს, ქვეყანა დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა