უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი, ვანო ნადირაძე ავრცელებს.
ამავე ცნობით, დაღუპულია ხვიჩა გვირჯიშვილი.
„ძალიან დამწყვიტე გული ძმაო. გმირები არ კვდებიან, შენ სულს ვენაცვალე. ხვიჩა გვირჯიშვილი,“ - წერს ვანო ნადირაძე.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი შეეწირა.