თეგებით ძიება

"ტრანსფერის ფასი 20 მილიონი იქნება“ - მიქაუტაძე „გალათასარაის“ დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სტამბოლის „გალათასარაის“ დაუკავშირეს.

თურქული მედიის ცნობით, „გალათასარაი“ შესაძლოა მაურო იკარდიმ დატოვოს და „ლომებიც“ მის შემცვლელს ეძებენ. სიაში მიქაუტაძეცაა, რომელსაც „მეცი“ 20 მილიონ ევროდ აფასებს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

"გალათასარაიში“ შიშობენ, რომ მომავალი სეზონისთვის ვეღარ შეინარჩუნებენ ვარსკვლავურ ფორვარდ მაურო იკარდის, რომელმაც 34 მატჩში 25 გოლი გაიტანა. ამდენად, მისი შემცვლელის მოძიება დაწყებული აქვთ და მათ სიას გიორგი მიქაუტაძეც დაემატა. მას საფრანგეთში მართლაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა და „ყვითელ-წითლებზე“ შთაბეჭდილება მოახდინა. გალათასარაის 23 წლის ფეხბურთელის თაობაზე კონტაქტები უკვე ჰქონდა. ახალგაზრდა შემტევმა ყურადღება ტექნიკით, სისწრაფითა და კარგი დარტყმით მიიპყრო“, - წერს თურქული Fotomaç.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა