თეგებით ძიება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

~ხვალ, 4 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), პასტერის, ნინოშვილის, დგებუაძის, ჩუბინაშვილის, უზნაძის, მარჯანიშვილის, თვალჭრელიძის, ტოვსტონოგოვის, ოცდაექვსი მაისის, ივანი ჯავახიშვილის, დავით კლდიაშვილის, კონსტიტუციის, გია ყანჩელის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, სანაპიროს, სანკტ-პეტერბურგის, აჭარის, აგარის, სარკინეთის, ზაზიშვილის და მარუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.    

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის მოსახლეობას.    

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა