თეგებით ძიება
03. 06. 2024 მსოფლიო

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათგან ერთ-ერთი 43 წლის ქალია, ერთი კი - 42 წლის მოხალისე მაშველი

როგორც ბავარიის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, სტიქიის გამო სიტუაცია კვლავაც კრიტიკულია. ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ იკლო, თუმცა სხვა დასახლებები ისევ დატბორილია, რის გამოც მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება. რამდენიმე დასახლებაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. წყალდიდობის გამო გერმანიის რკინიგზამ ქვეყნის სამხრეთის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეაჩერა.

გერმანული მედიის ცნობით, “საუკუნის წყალდიდობის“ გამო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. ადგილობრივი მთავრობა რეგიონებისთვის მიყენებულ უზარმაზარ ფინანსურ ზარალზე საუბრობს და ფედერალურ ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უხვი ნალექი გერმანიის სამხრეთში კიდევ ორი დღე გაგრძელდება, რის გამოც წყალდიდობის საფრთხე ისევ არსებობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა