თეგებით ძიება

საბავშვო ბაღში გველი იპოვეს

ცხინვალში, შანხაის მიკრორაიონში საბავშვო ბაღში გველი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. 

ბაღის თანამშრომლებმა ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიძახეს. ადგილზე მისულმა მაშველებმა გველი დაიჭირეს და ტყეში გაუშვეს.

ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლებმა საბავშვო ბაღის პერსონალს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა