თეგებით ძიება

11 ივნისს, პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდება და არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შეკითხვებს უპასუხებს

აქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 11 ივნისს, რვა საათზე, ახალგაზრდებს შეხვდება და არჩევნებთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხებს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა განაცხადა დღეს, 3 ივნისს, ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

"იმ 4-5 თვეში, რაც არჩევნებამდე გვაშორებს, ახალგაზრდებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება, რომ ყველაფერში ჩართულები იყვნენ. საჭიროა, რომ უფრო კარგად ავუხსნა ის, რაშიც არ იყვნენ აქამდე ჩართული. ისინი სულ სხვა რამით იყვნენ დაკავებულები და მათი როლი იმაში, რომ პროტესტი საზღვარგარეთ გასულიყო, უმნიშვნელოვანესი და ბოლომდე დაუფასებელი იყო", — განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დიასპორის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ერთად, ჯამში, მილიონ ნახევარი ხმაა:

"ჩვენი მოვალეობა, არაფერი გავაკეთოთ ისეთი, რომ ამ ადამიანებს დავუკარგოთ ნდობა და იმედი, რომ ჩაიქნიონ ხელი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სხვა არაფერი, თორემ ისინი თვითონ მოიტანენ იმ გამარჯვებას, რასაც ევროპაში დაბრუნება ჰქვია".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა