თეგებით ძიება

"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: წარსულში ნასამართლევი 1969 წელს დაბადებული დ.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.გ. (მეტსახელად „ბაჩი“). ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული დ.ც.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.ც.-მ ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული სამყაროს" წევრს - მეტსახელად "ბაჩის" მიმართა. მეორე მხარემ თავის მხრივ, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვა დახმარება, რის შემდეგაც, ბრალდებულ დ.თ.-ს საცხოვრებელ ბინაში "ქურდული გარჩევა" მოეწყო.

ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს", - წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მეოთხე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა