თეგებით ძიება

საქართველოში ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება კანონმდებლობით იქნება დაუშვებელი - შალვა პაპუაშვილი

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები შედის სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და სხვ. შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას გააცნო ძირითადი ასპექტები, თუ რა ცვლილებები იგეგმება.

პაპუაშვილის განმარტებით, ქორწინების საკითხი 2017 წელს მოწესრიგდა, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით.

„ჩვენ გვესმის საუბრები, რომ ქორწინების ალტერნატიული ზომები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონში იქნება, ისევე, როგორც შემდეგ კონსტიტუციურ კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა