თეგებით ძიება
04. 06. 2024 მსოფლიო

გაერო-ს წარმომადგენელი უკრაინის მშვიდობის სამიტს დაესწრება

გაერო-ს სამდივნომ დაადასტურა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა განაცხადა.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, ორგანიზაციის რომელი წარმომადგენელი წავა სამიტზე.

„ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას სამიტში. როდესაც ღონისძიების თარიღი მოახლოვდება, გაცნობოთ, ვინ იქნება იქ წარმოდგენილი", - განაცხადა ჰაკმა.

შეგახსენებთ, შვეიცარიაში მშვიდობის სამიტი 15-16 ივნისს გაიმართება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობა 100-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა