თეგებით ძიება

არავის მისვლია შეტყობინება და ვერ გაგახარებთ ამ თემით - გიორგი ვოლსკი

საქართველოს ხელისუფლება არ იმსახურებს სანქციებს - მმართველი გუნდი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც დასავლურ ინტერესებს უპირისპირდება.

"არავის მისვლია შეტყობინება და ვერ გაგახარებთ ამ თემით ვერც თქვენ და ვერც სხვას. ამერიკის ვიზა არ მაქვს და არც შეტყობინება არ მომსვლია და თქვენი ეს სიხარული და მოლოდინი თუ გამტყუნდება, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება, ვფიქრობ, იმიტომ, რომ არც პიროვნულად და არც მთლიანად საქართველოს ხელისუფლება და არც მთლიანად ხელისუფლება არ იმსახურებს არანაირ სანქციას, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც  დასავლეთის ინტერესებს უპირისპირდება ან რუსულ ინტერესებს სადღაც ითვალისწინებს," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დღეს განაცხადა, რომ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებიათ, თუმცა არ იყოყმანებენ მათ დაწესებაზე. მილერმა ასევე თქვა, რომ ამ საკითხზე მეტს არ ისაუბრებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა