თურქეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი
თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი სამხედრო ემსხვერპლა
4 ივნისს, თურქეთში, კაისერის პროვინციაში სამხედრო-სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევას 2 სამხედრო ემსხვერპლა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, SF-260D ტიპის სასწავლო თვითმფრინავი კაისერის ავიაბაზიდან აფრენისას ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზები უცნობია.
სამინისტრომ ასევე დასძინა, რომ შემთხვევის ადგილზე სასწრაფოს ეკიპაჟი იყო მისული, რომელმაც ორივე პილოტის დაღუპვა დაადასტურა.