თეგებით ძიება
04. 06. 2024 მსოფლიო

უკრაინაში ჩასული ფრანგი ინსტრუქტორები რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენენ - ლავროვი

ფრანგი ინსტრუქტორები, უკრაინაში ჩასული დაქირავებული მებრძოლების მსგავსად, რუსეთის ფედერაციისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ნებისმიერი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე უკრაინაში, ინსტრუქტორის სტატუსით იქნება თუ დაქირავებული მებრძოლის, რუსეთისთვის ლეგიტიმური სამიზნეა“, - აცხადებს ლავროვი.

მისივე თქმით, რუსეთს საფუძველი აქვს იფიქროს, რომ ფრანგი ინსტრუქტორები უკვე მუშაობენ უკრაინაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა