მზად არ ვარ უკრაინის ნატოიზაციის მხარდასაჭერად - ჯო ბაიდენი
მშვიდობა იმის უზრუნველყოფაა, რომ რუსეთი ვეღარასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას და ეს არ ნიშნავს NATO-ს ნაწილად ყოფნას - ჯო ბაიდენი
დღეს, 19:31 9
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის დამკვიდრება გარანტირებულად ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას და ამისთვის ნატო-ს წევრობა აუცილებლობას არ წარმოადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ "თაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე, "როგორ გამოიყურება მშვიდობა უკრაინაში“, ბაიდენი პასუხობს: "მშვიდობა იმის უზრუნველყოფაა, რომ რუსეთი ვეღარასდროს, ვეღარასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას. ასე გამოიყურება მშვიდობა. და ეს არ ნიშნავს ნატო-ს, ნატო-ს ნაწილად ყოფნას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ისეთივე ურთიერთობა, როგორც სხვა ქვეყნებთან, სადაც ჩვენ ვაწვდით შეიარაღებას, რათა მათ მომავალში საკუთარი თავის დაცვა შეძლონ. სწორედ მე ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ მზად არ ვარ უკრაინის ნატოიზაციის მხარდასაჭერად".