Tia.ge-ს კვლევა: "ქართული ოცნება" - 31.2%, "ენმ" - 12.5%, "ახალი" - 10.6%
საინფორმაციო სააგენტო Top Information Agency (Tia.ge) - წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევა 30 მაისიდან 3 ივნისამდე ჩატარდა და გამოკითხა (პირისპირ, სატელეფონო და სოციალური ქსელების გზით) 1500 ადამიანი თბილისში. რესპოდენტებს უნდა დაეფიქსირებინათ პასუხი კითხვაზე: "ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?"
შედეგები ასეთია:
- "ქართული ოცნება" - 31.2%
- "ენმ" - 12.5%
- მელია/გვარამია "ახალი" - 10.6%
- "ლელო" - 5.3%
- გახარია - "საქართველოსთვის" - 4.6%
- "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1.7%
- ელისაშვილი - "მოქალაქეები" - 1.7%
- "ევროპული საქართველო" - 1.7%
- იაგო ხვიჩია - გირჩი - 1.2%
- ანა დოლიძე - "ხალხისთვის" - 1.2%
- "ლეიბორისტული პარტია" - 0.8%
- სხვა პარტია - 2.5%
- არ ვიცი/ჯერ არ გადამიწყვეტია - 14.2%
- არცერთი/არ მივდივარ არჩევნებზე - 10.8%
ვეცადეთ გამოგვეყენებინა ალოკაციის მეთოდი. ალოკაციის შედეგები ასეთია:
- "ქართული ოცნება" - 34.5%
- "ენმ" - 15.3%
- "ახალი" - 14.0%
- "ლელო" - 6.7%
- გახარია - "საქართველოსთვის" - 5.5%
- "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 2.3%
- "ევროპული საქართველო" - 2.3%
- ელისაშვილი - "მოქალაქეები" - 2.2%
- იაგო ხვიჩია - გირჩი - 1.9%
- ანა დოლიძე - "ხალხისთვის" - 1.8%
- "ლეიბორისტული პარტია" - 1.1%
- სხვა პარტია - 2.9%
- ალოკაცია ვერ მოხერხდა - 9.5%