თეგებით ძიება

ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთი არ არის საქართველოს ეროვნული მიზნების მხარდამჭერი - გრიგოლ გეგელია

ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთი არ არის საქართველოს ეროვნული მიზნების მხარდამჭერი, რადგან ეწინააღმდეგება NATO-ს გაფართოებას, არ უჭერს მხარს ქართველთა დაბრუნებას მშობლიურ სახლებში, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, გაეროში საერთაშორისო თანამეგობრობამ მორიგ ჯერზე დაუჭირა მხარი საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ მიზანს, ქართველების დაბრუნებას შინ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. როგორც გეგელიამ აღნიშნა, წელს, ამ მისიას სამით მეტი სახელმწიფო შემოუერთდა, რაც მისასალმებელია, „მაგრამ საქართველოს ეროვნული მიზნების მხარდამჭერთა შორის, სამწუხაროდ, ისევ ვერ ვხედავთ ჩინეთს, რომელმაც ტრადიციულად არ დაუჭირა მხარი რუსეთის ფაშისტური პოლიტიკის მიერ განდევნილი ქართველების დაბრუნებას“.

„ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთი არ არის საქართველოს ეროვნული მიზნების მხარდამჭერი, რადგან ეწინააღმდეგება NATO-ს გაფართოებას, არ უჭერს მხარს ქართველთა დაბრუნებას მშობლიურ სახლებში და არსებითად კვლავ რუსულ პოლიტიკას უჭერს მხარს ჩვენს რეგიონში.

მორიგ ჯერზე ისმის კითხვა, რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან: ქართული ეროვნული მიზნების განხორციელების მაგიერ, საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული ობიექტების ჩაბარებას კორუმპირებული, დასანქცირებული კომპანიებისთვის, რომლებიც კენიამ და მალაიზიამაც კი გააძევეს?

ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური, რომ “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა სრულად არის აცდენილი ეროვნულ მიზნებს და ამოცანებს და ემსახურება რუსულ-ჩინური გავლენების გაძლიერებას. ეს შეიცვლება 27 ოქტომბერს დილით, როდესაც საქართველოს ეყოლება არა რუსეთისა და ჩინეთის მსახური ხელისუფლება, არამედ საქართველოს და ქართველების მსახური მთავრობა, რომელიც ქართველების და საქართველოს გამდიდრებას და გაძლიერებას დაისახავს მიზნად“, - განაცხადა გეგელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა