ანტონიო კონტე "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი გახდა
2-წლიანი პაუზის შემდეგ ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონტემ "პარტენოპეისთან" 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ამის შესახებ "ნაპოლი" ოფიციალურ ინფორმაციას სულ მალე გაავრცელებს.
შეგახსენებთ, კონტე ბოლოს "ტოტენჰემს" წვრთნიდა, საიდანაც სეზონის შუაში არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს.
კონტე სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა, ანტონიო ხელფასის სახით სეზონში 8-დან 9 მილიონ ევრომდე (ბონუსების ჩათვლით) გამოიმუშავებს.
წყარო: sportall.ge